ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუ

ივანიშვილი კვესიტაძეს: არ ვაპირებ თქვენი ფურცლების გაცნობას და მათზე რეაქციების გაკეთებას

როგორც წესი, თქვენი ტელევიზია არის სიცრუის ტელევიზია, თქვენი დასმული კითხვებიც მასეთ რაკურსში და რა ფურცლებიც თქვენ მოიტანეთ, ჩემთვის არაფერს არ წარმოადგენს, თქვენი შეგროვილი, როგორც წესი, არის სიცრუის შემცველი, ამიტომ სიცრუეზე, თანაც აქ დღეს მოტანილი და გაუცნობიერებული, მე არ ვაპირებ თქვენი ფურცლების გაცნობას და მითუმეტეს, მათზე რეაქციების გაკეთებას

რაც შეეხება ფარცხალაძეს, მოკლე კონტექსტში გიპასუხებთ, რომ მასზე გამოძიება გრძელდება, ჩამოსულები არიან დაქირავებული პროკურორებიც, რომ უფრო საფუძვლიანი იყოს ყველა კითხვაზე პასუხი ობიექტური, იმ კითხვებზეც, რასაც თქვენ სვამთ და რაც დაისვა ტელევიზიით'

თქვენ ძალიან ბევრს ცრუობთ, არც ვუყურებ თქვენს მოტანილ ფურცლებს. ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, მთავრობის რამდენიმე წევრის სახლი გამოიტანეთ და აჩვენეთ მაყურებლებს, არც ერთს არ შეკითხვიხართ, საიდან აქვს, როგორ აქვს, მისი არის თუ არ არის, სხვის ნაკვეთებს მიაწერდით პრემიერმინისტრს, ასევე სხვა შემთხვევაში, არც ერთი მათგანი შეკითხვაზე, რომ ჟურნალისტს კითხვა დაესვა და პასუხი მიგეღოთ, არ მოგვისმენია

ბიძინა ივანიშვილი ეკა კვესიტაძის კითხვაზე, რატომ არ დაისაჯა ოთარ ფარცხალაძე იმისთვის, რომ ა) მისი პროკურორობის დროს ვანო მერაბიშვილი ციხიდან გაიყვანეს, ბ) სცემა აუდიტის ხელმძღვანელს გ) მთავარი პროკურორად დაინიშნა "ბოტასების ქურდი". დ) საიდან დააგროვა ამხელა ქონება.

კომენტარები