თეა წულუკიანი

ბაქრაძე: კორუფციის შესახებ კითხვებზე პასუხების ნაცვლად, წულუკიანი NGO-ებს საჯაროდ ეჩხუბება

ტაბულა

"დღევანდელ ხელისუფლებას აღარ აქვს პასუხები საზოგადოების კითხვებზე, დაუპირისპირდა არასამთავრობოებს, მედიას, ოპოზიციურ სპექტრს“ - ევროპული საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი დავით ბაქრაძე იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანი მიერ, კოპენჰაგენში გაკეთებულ განცხადებას აფასებს.

„ნაცვლად იმისა, რომ პასუხს სცემდეს სახელისუფლებო კორუფციის შესახებ კითხვას, ქალბატონი წულუკიანი ეჩხუბება საჯაროდ არასამთავრობო სექტორს. ეს არის ის საქციელი, რომელსაც მაგალითად ჩადის რუსეთის მთავრობის წევრი უცხოეთში, როდესაც მას აკრიტიკებენ სახელისუფლებო კორუფციაზე. დღევანდელი ხელისუფლება მივიდა იქამდე, რომ მას აღარ აქვს პასუხები საზოგადოების კითხვებზე, რომ მას აღარ აქვს არგუმენტები საერთაშორისო კრიტიკის მოსაგერიებლად და მივიდა იქამდე, რომ დაუპირისპირდა არასამთავრობო სექტორს, სამოქალაქო საზოგადოებას, მთლიან ოპოზიციურ სპექტრს, დაუპირისპირდა მედიას და ჟურნალისტებს. ეს ყველაფერი ნიშნავს მხოლოდ ერთს, ამ ხელისუფლებამ საკუთარი რესურსი ამოწურა და 28 ოქტომბრის არჩევნები უნდა გამოვიყენოთ სწორედ იმისთვის, რომ წერტილი დავუსვათ ხელისუფლებას და მასთან ერთად კორუფციას, მასთან ერთად უიმედობას და ჭაობს, რომელშიც დღეს ვართ და ქვეყანა მშვიდობიანად ყოველგვარი დაპირისპირების და რევანშის გარეშე წავიყვანოთ წინ.“  - თქვა დავით ბაქრაძემ. 

საქართველოს იუსტიციის მინისტრის თქმით, საქართველოში სამოქალაქო სექტორი ძალიან ძლიერია, ვინაიდან მათ შეუძლიათ აქტიურად იმუშაონ როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე, უფლება აქვთ, თავისუფლად გადაკვეთონ საქართველოს საზღვარი და დანიაში ჩავიდნენ, რათა იუსტიციის მინისტრის მისწვდნენ. 

თეა წულუკიანი, ისევე როგორც არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები კოპენჰაგენში, ანტიკორუფციულ კონფერენციაზე იმყოფებიან, რომელიც ყოველ წელს იმართება და მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური კონფერენციაა. 

კომენტარები