რუსეთი-უკრაინა

პუტინმა უკრაინის წინააღმდეგ სანქციების დაწესების ბრძანებას ხელი მოაწერა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა 22 ოქტომბერს უკრაინის წინააღმდეგ სანქციების დაწესების ბრძანებას ხელი მოაწერა

ბრძანებაში არ წერია კონკრეტულად რა სახის სანქციებზეა საუბარი, თუმცა აღნიშნულია, რომ გადაწყვეტილება მიღებულია „ეროვნული ინტერესების დაცვის მიზნით“ და არის პასუხი უკრაინის "არამეგობრულ და საერთაშორისო სამართალთან წინააღმდეგობაში მყოფ ქმედებებზე". 

დოკუმენტის მიხედვით, უნდა განისაზღვროს სპეციალური ეკონომიკური შეზღუდვები და უნდა შეიქმნას იმ ინდივიდუალურ და იურიდიულ პირთა სია, რომელთა წინააღმდეგაც ამოქმედდება სანქციები. 

დოკუმენტი ძალაში ხელის მოწერისთანავე შევიდა და იმ შემთხვევაში გაუქმდება, თუ უკრაინა რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებისა და იურიდიული პირების წინააღმდეგ დაწესებულ შეზღუდვებს გააუქმებს. 

კომენტარები