არჩევნები 2018

ლადო გურგენიძემ ევროპულ საქართველოს 22,222,22 ლარი შესწირა

ytimg.com

​"ლიბერთი ბაკის" სამეთვალყურეო საბჭოს ყოფილმა თავმჯდომარემ და საქართველოს ყოფილმა პრემიერმინისტრმა "ევროპულ საქართველოს" 22,222,22 ლარი შესწირა.

გურგენიძისთვის ეს მესამე პოლიტიკური შემოწირულობაა - 2012 წელს მან 60 ათასი ლარი "ერთიან ნაციონალურ მოძრაობას", 2016 წელს კი 940 ლარი ასევე ენმ-ს შესწირა.

ლადო გურგენიძემ "ლიბერთი ბანკის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის პოსტი 2017 წლის ოქტომბერში დატოვა და საქმიანობას 4Finance-ში, ასევე სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარედ აგრძელებს. 4Finance ევროპაში უმსხვილესი და ყველაზე სწრაფად მზარდი ონლაინ საკრედიტო კომპანიაა. სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის პოსტზე გურგენიძემ ნიკ ჯორდანი შეცვალა.

კომენტარები