გირჩი

ჯაფარიძე: იაგო ხვიჩიასა და ვახო მეგრელიშვილის შემდეგ, ნიკა ობოლაძეც დააკავეს

facebook

გირჩის საპრეზიდენტო კანდიდატის ზურა ჯაფარიძის ინფორმაციით, იაგო ხვიჩიასა და ვახტანგ მეგრელიშვილის შემდეგ, დედაენის ბაღიდან პოლიციის განყოფილებაში “გირჩის” კიდევ ერთი წევრი, ნიკა ობოლაძე გადაიყვანეს.

"გირჩის" ინფორმაციით, კრიმინალურმა პოლიციამ "გირჩის" ორი მხარდამჭერიც დააკავა, რომლებსაც ხუმრობით მგლისა და დათვის ფორმები ეცვათ.

შეგახსენებთ, რომ 20 ოქტომბერს დედაენის ბაღში პოლიტიკური პარტია გირჩის საპრეზიდენტო კანდიდატი, ზურა ჯაფარიძე კანაფის ლეგალიზაციის ფესტივალის გამართვას აპირებს.

13 ოქტომბერს შსს-მ განცხადება გაავრცელა, რომ აღნიშნულ ფესტივალთან დაკავშირებით, გამოძიება დაიწყო. 

მათი თქმით, სწორედ ამ გამოძიების ფარგლებში გადაიყვანა "გირჩის” წევრები, იაგო ხვიჩია და ვახტანგ მეგრელიშვილი პოლიციამ განყოფილებაში. 

 

კომენტარები