კრიმინალი

ჯანმრთელობის განზრახ დაზიანებისთვის ბრალდებულს 4 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიესაჯა

საია

თბილისის საქალაქო სასამართლომ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისთვის ბრალდებულს 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

"სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2018 წლის 20 მაისს, თ.ს. სტუმრად იმყოფებოდა ქ.თბილისში, ს.მ.-სთან. ნასვამ მდგომარეობაში მყოფ თ.ს.-ს ურთიერთშელაპარაკება მოუხდა ს.მ.-სთან, რა დროსაც სხეულის განზრახ დაზიანების მიზნით, მას აცეტონი შეასხა და ცეცხლი მოუკიდა. თ.ს. ქმედებით დაზარალებულმა სახისა და სხეულის არეში წარუხოცელი დაზიანება მიიღო.

სამართალდამცველებმა თ.ს. 2018 წლის 26 მაისს ქ.თბილისში დააკავეს. თ.ს.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით(ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ თ.ს. სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 4 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთაგანუსაზღვრა"- წერია პროკურატურის განცხადებაში.

კომენტარები