ლარის გაუფასურება

ლარი ისევ გაუფასურდა, დოლართან - 1.9 თეთრით, ევროსთან - 1.1 თეთრით

ლარი დოლართან და ევროსთან ისევ გაუფასურდა.

ეროვნული ბანკის მონაცემებით, 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7026 ლარია. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6838 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილება ეროვნულ ვალუტასთან მიმართებით -1.88 თეთრია.

რაც შეეხება ევროს, მისი ღირებულება 3.1134 ლარია. დღეს მოქმედი კურსი 3.1022 ლარი იყო. ევროს ცვლილებამ 1.12 თეთრი შეადგინა.

ეროვნული ვალუტა დღეს ლირასთანაც გაუფასურდა.

ბოლო რამდენიმე კვირაა, ლარის კურსი თითქმის ყოველდღიურად ეცემა. გუშინ ეროვნული ლარუტა მცირედით გამყარდა - დოლართან 0.1 თეთრით, ხოლო ევროსთან - 0.7 თეთრით.

კომენტარები