ხორავას ქუჩის საქმე

სარალიძე: ნუ ცდილობთ გადაფარვას, არ გეგონოთ, სახლში წავალთ, სადაც ჩვენი შვილები აღარ არიან

აქეთ მომხედეთ ნაძირლების ხროვავ. კალანდია და მენაბდე გარეთ დასეირნობენ, დროზე მიხედეთ მკვლელებს, თქვე მართლა მკვლელებო. ნუ ცდილობთ რაღაც რაღაცეებით ჩემი შვილის და თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეების გადაფარვას. არ გეგონოთ, თავს დავანებებთ და სახლებში წავალთ. სახლში, სადაც ჩვენი შვილები აღარ არიან. ყველა დამნაშავე უნდა დაისაჯოს

ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვნის მამა ზაზა სარალიძე პროკურატურის ბრიფინგს ეხმაურება, რომლის მიხედვითაც, მათ "ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადების საქმე" გახსნეს.

კომენტარები