ჯულიან ასანჟი

ეკვადორი ასანჟს მოუწოდებს პოლიტიკური კომენტარები შეწყვიტოს და კატას უკეთ მოუაროს

ჯულიან ასანჟის კატა
Reuters

The Guardian-ის მიერ მოპოვებული ინფორმაციით ეკვადორი ჯულიან ასანჟს მოუწოდებს შეწყვიტოს პოლიტიკურ საკითხებზე ონლაინ მედიაში კომენტარები კეთება, საკუთარი აბაზანა დაალაგოს და კატას უკეთესად მოუაროს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ცხოველის ჩამორთმევით ემუქრება.

გავრცელებული ინფორმაციით საელჩომ ასანჟს აცნობა, რომ 2018 წლის პირველი დეკემბრიდან მისი კვების და სამედიცინო ხარჯებს აღარ დაფარავს და თუ ის სისუფთავეს არ შეინარჩუნებს და რეგულარულ სამეციდნო შემოწმებას არ ჩაიტარებს დიპლომატიურ თავშესაფარს დაკარგავს.

შეგახსენებთ, რომ WikiLeaks-ის დამფუძნებელი ასანჟი ლონდონში მდებარე ეკვადორის საელჩოში 2012 წლის ივნისიდან ცხოვრობს. მან საელჩოს თავი შვედეთში ექსტრადიციის თავიდან ასარიდებლად შეაფარა. მან ეკვადორის მოქალაქეობა გასული წლის დეკემბერში მიიღო.

ეკვადორის პრეზიდენტმა, ლენინ მორენომ თქვა, რომ სურს ასანჟმა საელჩო დატოვოს. მარტში საელჩომ ასანჟს კომუნიკაციის სისტემებზე წვდომა შეუზღუდა. მიზეზად ასანჟის მიერ სოციალურ მედიაში გაკეთებული კომენტარები გახდა, რომელმაც, ქვეყნის მთავრობის თქმით შესაძლოა ქვეყნის დიპლომატიურ ურთიერთობებს ზიანი მიაყენოს.

გასულ კვირას საელჩომ ასანჟს ინტერნეტზე წვდომა ნაწილობრივ აღუდგინა.

კომენტარები