ჰიპ-ჰოპი

ლეონარდ კოენის ახალგამოქვეყნებული ლექსი: "ქანიე ვესტი არაა პიკასო"

გასულ კვირას ლეონარდ კოენის პოეზიის კრებული The Flame გამოიცა, რომელიც პოეტმა სიკვდილამდე რამდენიმე თვით ადრე დაწერა. კრებულის ერთ-ერთი ლექსია "ქანიე ვესტი არაა პიკასო", რომელიც 2015 წლის 2 ოქტომბრითაა დათარიღებული და სავარაუდოდ შეეხება ქანიე ვესტის სიტყვას ოქსფორდის უნივერსიტეტში, რომელშიც ის საკუთარ თავს პიკასოს ადარებს. ქანიე ვესტს არაერთხელ შეუდარებია საკუთარი თავი გენიალურ მხატვრებთან. 

"მე ვარ პიკასო. მე ვარ მიქელანჯელო. მე ვარ ბასკია. მე ვარ უოლტ დისნეი. მე ვარ სტივ ჯობსი"- განაცხადა მან ერთ-ერთ კონცერტზე. 2015 წელს რეპერმა ალბომი "პაბლოს ცხოვრება" გამოუშვა. 

ამერიკელმა მომღერალმა ამანდა შირესმა კოენის ლექსის სრული ვერსია Twitter-ზე გააზიარა:

 

ქანიე ვესტი არაა პიკასო

მე ვარ პიკასო

ქანიე ვესტი არაა ედისონი

მე ვარ ედისონი

მე ვარ ტესლა

ჯეი ზი არაფრის დილანი არაა

მე ყველაფრის დილანი ვარ

მე ვარ ქანიე ვესტის ქანიე ვესტი

ბოდვის კულტურის დიდი სიყალბის ერთი ბუტიკიდან მეორემდე თრევის 

ქანიე ვესტი

მე ვარ ტესლა

მე ვარ მისი კოჭა რომელმაც ელექტრობა ლოგინივით რბილი გახადა

მე ის ქანიე ვესტი ვარ რომელიც ქანიე ვესტს ჰგონია რომ არის

როცა სცენიდან გაპანღურებს 

მე ნამდვილი ქანიე ვესტი ვარ

ბევრს აღარაფერს ვაკეთებ 

არასდროს ვაკეთებდი

მე მხოლოდ ომის შემდეგ ვცოცხლდები

და ჩვენ იგი ჯერ კიდევ არ გამოგვიცდია

კომენტარები