აშშ

ტრამპი: უკრაინას იარაღი მე გავუგზავნე, ობამამ კი ბალიშები და საბნები

www.washingtonexaminer.com

დონალდ ტრამპის თქმით, მისი პოლიტიკა რუსეთის მიმართ ბევრად მკაცრია, ვიდრე წინამორბედის - ბარაკ ობამასი.

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ამბობს, რომ ობამამ ნება დართო რუსეთს უკრაინის ანექსია მოეხდინა და სანაცვლოდ ბალიშები და საბნები გაუგზავნა.

"მე ვარ ის, ვინც უკრაინას თავდასხმითი იარაღი და ტანკსაწინააღმდეგო სისტემები მისცა. ობამას ეს არ გაუკეთებია. რა გაუგზავნა მან? - ბალიშები და საბნები", - თქვა დონალდ ტრამპმა CBS-თან ინტერვიუში.

აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, სწორედ ობამამ გასცა უკრაინის ნაწილი, რომელსაც დღეს რუსეთი აკონტროლებს.

კომენტარები