გურამ კაშია

გურამ კაშია: ფეხბურთს მხოლოდ საქართველოს ნაკრები თამაშობდა

fb.com/kashia37

საქართველოსა და ანდორის ეროვნულ ნაკრებთა მატჩის შემდეგ, ცენტრალურმა მცველმა გურამ კაშიამ ჟურნალისტებთან ისაუბრა. "ჯვაროსნების" ვიცე-კაპიტანი შედეგით კმაყოფილია.

"ჯგუფში გამოკვეთილი ლიდერები ვართ, რაც ძალიან კარგია. ახლა ყველაფერი ჩვენს ხელთაა. ლატვიისა და ანდორის ნაკრებები ერთი სტრატეგიით თამაშობდნენ. ანდორა შედარებით უხეში იყო, რამაც საქმე გაგვირთულა. დღეს ფეხბურთს მხოლოდ საქართველოს ნაკრები თამაშობდა. მეტოქე მხოლოდ თავდაცვაზე ფიქრობდა, მაგრამ მოვინდომეთ და 3 გოლი გავიტანეთ", - განაცხადა 31 წლის ფეხბურთელმა.

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ანდორა 3:0 დაამარცხა და დაგროვებული 9 ქულით ჯგუფის ლიდერის სტატუსი გაიმყარა. კაშიამ მინდორზე 90 წუთი გაატარა.

კომენტარები