ტიერი ანრი

ტიერი ანრი მონაკოს მთავარი მწვრთნელის პოსტზე დაინიშნა

"მონაკოს" ხელმძღვანელობამ მთავარი მწვრთნელის პოსტი ფრანგ ფორვარდ ტიერი ანრის ჩააბარა. ამ ინფორმაციას კლუბის ოფიციალური საიტი ადასტურებს.

"ასეთი შესაძლებლობისთვის მონაკოს ხელმძღვანელობას დიდ მადლობას ვუხდი. ამ კლუბში დაბრუნება მიხარია. მონაკოს სამომავლო მიზნებზე უკვე ვფიქრობ. მოუთმენლად ველი, როდის შევხვდები ფეხბურთელებს და დავიწყებ მუშაობას", - განაცხადა 41 წლის თავდამსხმელმა.

საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ, ტიერი ანრი ბელგიის ეროვნული ნაკრების სამწვრთნელო შტაბში მუშაობდა. მონაკოში მან ლეონარდუ ჟარდიმი შეცვალა.

კომენტარები