სვეტიცხოვლობა

სვეტიცხოვლობის დღეს მცხეთაში ავტომობილების მოძრაობა შეიზღუდება

14 ოქტომბერს, სვტიცხოვლობის დღესასწაულთან დაკავშირებით, მცხეთის გარკვეულ ქუჩებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა და პარკირება შეიზღუდება. 

მანქანების მოძრაობა იკრძალება მცხეთაში შესასვლელში, მცხეთა- ლარსის საავატომობილო გზის მე-19 კილომეტრზე. ავტომანქანით გადაადგილება შესაძლებელი იქნება ავტოგასამართ სადგურ რომპერტოლთან მდებარე პანდუსის საშუალებით, შემოვლითი გზიდან. მცხეთაში მოძრაობა აიკრძალება სამხედროს ქუჩაზე, რესტორან „გუჯარამდე“, ასევე, ფარნავაზის მოედნიდან ხიდზე, ქალაქის ცენტრის მიმართულებით.

შსს-ს ცნობით, შეზღუდვა 07:00 საათიდან 20:00 საათამდე იმოქმედებს.

 

კომენტარები