გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 12-15 ოქტომბერს დასავლეთ საქართველოში შენარჩუნებული იქნება თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი.
13-14 ოქტომბერს ზემო იმერეთსა და კოლხეთის დაბლობზე იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა +24, +29 გრადუსის ფარგლებში იქნება.
12 ოქტომბერს აღმოსავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონში შესაძლოა მცირე წვიმა აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +21, +26 გრადუსის ფარგლებში დაფიქსირდება, ხოლო 13 ოქტომბერს მოიღრუბლება, ზოგან იწვიმებს, შესაძლებელია ნისლიც, ტემპერატურა 4-5 გრადუსით დაიკლებს.
14-15 ოქტომბერს შედარებით თბილი და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
ქ. თბილისში 13 ოქტომბერს მოსალოდნელია მცირე წვიმა და ნისლი, ტემპერატურა +17, +19 გრადუსი, ხოლო 14-15 ოქტომბერს ისევ თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა +22, +24 გრადუსამდე მოიმატებს.





