საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა

ზურაბიშვილი 2012-ში: სიტყვები "დაბრუნება", "ტერიტორიები" მოლაპარაკებისას ლექსიკონიდან ამოვიღოთ

კონფლიკტების მინისტრს! რეინტეგრაცია სიტყვა რა ვქნა და არ მომწონს და არ მგონია საქმეს წარუდგეს... ჯერ დევნილებს ადამიანური პირობები შევუქმნათ, ბოლო ომის დევნილებს კი -სასაზღვრო ზოლიდან ძალით გამოყვანილეებს - საქათმეებიდან დავაბრუნოთ სასაზღვრო სოფლებში სადაც თავიანთი კარ მიდამო მათ ელოდება ... მერე კი შევქმნათ მოლაპრაკების პირობები და ამისათვის სიტყვა "არასოდეს" ან "წინაპირობა" ლექსიკონიდან ამოვიღოთ ,... ან კიდევ "ჩქარა" "დაბრუნება" "ტერიტორიები"... და რადგანც დრო გვაქვს დავიწყოთ ფიქრი იმაზე თუ როგორ შევქდგინოთ ერთად ისტორიის სახელმძღვანელო .. და კიდევ ერთი ჩემი ძველი ოცნება აბხაზეთის და სამეგრელოს საზღვარზე (ლაზიკის მაგივრად ???) თანამედროვე ჰიპოდრომი სადაც ორივე მხრიდან გაიმართება შეჯიბრები და ცხენთსაშენი.... და ენგური ისევე ერთობლივ მართველობაში რამენაირად დავიბრუნოთ ... ეს როგორც საწყისი

"ქართული ოცნების" მხარდაჭერილი საპრეზიდენტო კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის პოსტი ფეისბუქზე 2012 წლის 9 ოქტომბერს. სტილი დაცულია.

კომენტარები