საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა

ბაქრაძე: აშშ-ის აქტი სხვა სახელმწიფოების მიერ ოკუპაციის მხარდაჭერის პრევენციაა

ამერიკის შეერთებული შტატები ამ აქტით, ძალიან მკაფიო მხარდაჭერას გამოხატავს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, ახდენს იმ შესაძლო განვითარების პრევენციას, რომელიც უკავშირდება სხვა სახელმწიფოების მიერ ოკუპაციის მხარდაჭერას და ამ თვალსაზრისით , კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და არაღიარების პოლიტიკის მკაფიო მხარდაჭერას. ახალი ადმინისტრაციის მხრიდან ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილი, რომ საქართველო არის აშშ-ის მტკიცე და სანდო პარტნიორი რეგიონში და ეს პარტნიორობა უფრო მაღალ დონეზე განვითარდება და განმტკიცდება

საქართველოს ელჩი ამერიკის შეერთებულ შტატებში დავით ბაქრაძე დონალდ ტრამპის ხელმოწერილ დოკუმენტს აფასებს. დოკუმენტის მიხედვით, აფხაზეთისა და ცხინვალის მაღიარებელ ქვეყნებს აშშ ფინანსურად აღარ დაეხმარება

კომენტარები