საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა

ჩავუშოღლუ: მხარს ვუჭერთ უკრაინისა და საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას

AFP/Getty Images

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, მევლუთ ჩავუშოღლუმ ანკარაში, ელჩების მეცხრე კონფერენციაზე ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ თურქეთის რუსეთთან დიალოგი არაერთი კონფლიქტის დარეგულირების საშუალებას იძლევა.

ჩავუშოღლუს თქმით, თურქეთისთვის რუსეთთან თანამშრომლობა მნიშვნელოვანია, თუმცა ეს არ ითვალისწინებს თურქეთის პოზიციის გადახედვას უკრაინისა და საქართველოსთან დაკავშირებით.

"ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინისა და საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას", - აღნიშნა ჩავუშოღლუმ.

ჩავუშოღლუს თქმით, თურქეთისა და რუსეთუის თანამშრომლობა სირიის საკითხზე იმით არის განპირობებული, რომ თურქეთი სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით, ყველაზე მეტად არის დაინტერესებული, რომ სირიაში მშვიდობა იყოს და ამისთვის ისინი ყველაფერს აკეთებენ. 

გარდა ამისა, ჩავუშოღლუ ამერიკასა და ევროპასთან ურთერთობის საკითხსაც შეეხო. ის იმედოვნებს, რომ აშშ აღარ გაიმეორებს ადრე დაშვებულ შეცდომებს. მისი თქმით, თურქეთი პირველ რიგში, აშშ-სგან ფეთულა გიულენის ექსტრადირებას ელის.

რაც შეეხება ევროპას, ჩავუშოღლუს თქმით, ევროკავშირის მიერ თურქეთის გარეშე გადადგმული ნებისმიერი ნაბიჯი არასრული იქნება.

კომენტარები