ესპანეთის კუნძულ მალიორკაზე წყალმოვარდნამ ხუთი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. მათგან ორი დიდი ბრიტანეთის მოქალაქეა.
ძლიერმა წვიმამ მდინარის ადიდება გამოიწვია. მდინარე კალაპოტიდან გადმოვიდა, ქუჩები დატბორა და მანქანები გაიტაცა.
დაკარგულად ითვლება 15 ადამიანი. მიმდინარეობს სამძებრო და სამაშველო სამუშაოები, რომელშიც სამი ვერტმფრენი და სამხედრო თვითმფრინავიც ჩაერთვებიან.