სახალხო დამცველი

ომბუდსმენი: NGO-ების მიმართ აგრესიას, არც ერთი ხელისუფლებისთვის არ მოუტანია სიკეთე

არცერთი ხელისუფლებისთვის მსგავსი ტიპის კამპანიას და ასეთი ტიპის ტალღას აგრესიის არასამთავროებების მიმართ ნამდვილად არ მოუტანია რაღაცა სიკეთე- ამის შესახებ სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ გადაცემა "არჩევანში" თქვა. 

ობუდსმენი ხელისუფლების მხრიდან არასთავრობო სექტორის კრიტიკას გამოეხმაურა და მიმდინარე მოვლენებს სამწუხარო უწოდა. 

მისი თქმით, არასამთავრობო ორგანიზაციების დანიშნულება არის ის რომ პირველებმა ძალიან გაბედულად და ხმამაღლა ისაუბრონ იმ პირველ საგანგაშო ნიშნებზე, რაც უქმნის საფრთხეს დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებას. 

"სამწუხაროდ ჩვენ ვხედავთ იმას, რომ პოლიტიკური პარტიები ერთმანეთთან სწორედ ხშირად არასამთავროებებზე გავლით იბრძვიან. სამიზნედ პოლიტიკურ ბრძოლაში ირჩევენ არა ერთმანეთს, არამედ, ცდილობენ ამ პროცესში ჩაითრიონ არასამთავროებები და დამატებით რაღაც ჩირქი მოსცხონ და სცადონ რომ დისკრედიტაცია გაუწიონ მათ. თუმცა ვიტყოდი, რომ საქართველოში ნამდვილად გამორჩეულად ძლიერი და გამორჩეული არასამთავრობო სექტორი არის, რაც გამოარჩევს საქართველოს ჩვენს რეგიონში სხვა ქვეყნებისაგან, არამარტო რეგიონში, არამედ მთელ აღმოსავლეთ ევროპაში და შეიძლება ითქვას ევროპაშიც კი სამაგალითოა და მე არ ვფიქრობ, რომ ასეთი ტიპის თავდასხმები დააკნინებს და დაასუსტებს ორგანიზაციებს. პირიქით უფრო გააძლიერებს მათ. ზიანდება, პირველ რიგში, ჩვენი ქვეყანა, ზიანდებიან ასეთი ტიპის განცხადებების ავტორები",- ამბობს სახალხო დამცველი. 

ლომჯარია თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებასაც გამოეხმაურა, რომელმაც NGO-ები "ნაციონალურ მოძრაობასთან" კავშირში დაადანაშაულა. 

მისი თქმით, არასამთავრობო ორგანიზაციის დიდი ნაწილი, რომელიც დღეს საქართველოში ფუნქციონირებს, 20 წელზე მეტი ხნის წინ დაფუძნდა მაშინ, როდესაც ნაციონალური მოძრაობა არც არსებობდა.

ხელისუფლების მხრიდან არასამთავროებებსი კრიტიკას სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებაც გამოეხმაურა. ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ანგარიშში ვკითხულობთ, რომ მაღალი თანამდებობის პირების მიერ სადამკვირვებლო ორგანიზაციების მიმართ გამოთქმული უსაფუძვლო ბრალდებები სცდება ჯანსაღი კრიტიკისა და საქმიანი კომუნიკაციის სტანდარტებს.

პარლამენტის თავჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ არასამთავრობო ორგანიზაციები ბრიფინგზე, იმის გამო გააკრიტიკა, რომ მათ რუსთავი 2-ის დირექტორის, ნიკა გვარამიას განცხადებაზე მკვეთრი პოზიცია არ დააფიქსირეს და არ გააკრიტიკეს ის. კობახიძის თქმით ვინც ფაშიზმს ხელს აფარებს, ის თავად არის ფაშიზმის თანამონაწილე და ასეთი ადამიანები არასამთავრობოებშიც არიან. 

მისი თქმით, გვარამიას დაცვით, ISFED-ის დირექტორმა მიხეილ ბენიძემ უკადრებელი იკადრა.

ამ საკითხზე მესამე სექტორმაც გაავრცელა განცხადება. მათი თქმით, პარლამენტის თავჯდომარის განცხადება NGO-ების დისკრედიტაციას და დელეგიტიმაციას ემსახურება. 

კომენტარები