უკრაინა

უკრაინაში სამხედრო საწყობში აფეთქება მოხდა

უკრაინაში, ჩერნიგოვის ოლქში მდებარე სამხედრო საწყობში აფეთქება მოხდა.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, შემთხვევა ქალაქ იჩნიასთან მოხდა.

უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, აფეთქების შედეგად არავინ დაშავებულა. ახლოს მდებარე დასახლებული პუნქტებიდან დაახლოებით 12 000 ადამიანია ევაკუირებული. 

ამ დროისთვის აფეთქების მასშტაბი და გამომწვევი მიზეზი უცნობია. ადგილზე ქვეყნის პრემიერმინისტრი ვლადიმირ გროისმანი გაემგზავრა. 

კომენტარები