გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 8 ოქტომბერს დასავლეთ საქართველოში თბილი და უნალექო ამინდი შენარჩუნდება. ზემო იმერეთსა და კოლხეთის დაბლობზე იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა +24, +29 გრადუსამდე მოიმატებს.
სინოპტიკოსთა ცნობით, 9-11 ოქტომბერს ქვეყნის ცალკეულ რაიონებში შესაძლოა მცირე წვიმა აღინიშნოს. ჰაერის ტემპრატურა დღის საათებში დაბლობსა და ბარში +22, +27 გრადუსის ფარგლებშია მოსალოდნელი.
თბილისში მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი. ჰაერის ტემპერატურა +23, +25 გრადუსის ფარგლებში დაფიქსირდება.





