კრიშტიანო რონალდო

მედია: კრიშტიანო რონალდოს გაუპატიურებაში კიდევ ერთი ქალი ადანაშაულებს

პორტუგალიელ ფეხბურთელს კრიშტიანო რონალდოს გაუპატიურებაში კიდევ ერთი ქალი ადანაშაულებს. ამის შესახებ ამერიკელი კეტრინ მაიორგას ადვოკატმა, ლესლი სტოველმა თქვა. 

"მე დამირეკა ახალგაზრდა ქალმა და მითხრა, რომ იმავე გამოცდილება აქვს ფეხბურთელთან რაც ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს",- ამბობს ადვოკატი. 

ადვოკატმა ქალის ვინაობა არ გაამხილა, თუმცა აღნიშნა, რომ ინფორმაციას ლას ვეგასის პოლიციას გადასცემს. 

კრიშტიანო რონალდოს გაუპატიურებაში ამერიკელი კეტრინ მაიორგა ადანაშაულებს.

როგორც გერმანული გაზეთი Spiegel წერს, ინციდენტი 2009 წელს, ლას ვეგასის ერთ-ერთ სასტუმროს ნომერში მოხდა. 34 წლის მაიორგა ინტერვიუში ამბობს, რომ ფეხბურთელმა მას დუმილის სანაცვლოდ 375 ათასი დოლარი გადაუხადა.

ამის შესახებ Spiegel-მა 2017 წელსაც დაწერა. 2018 წლის 28 სექტემბერს კი ვრცელი სტატია მიუძღვნა სადაც კეტრინ მაიორგა შემთხვევის დეტალებს იხსენებს.

კეტრინი ირწმუნება, რომ ფეხბურთელმა გააუპატიურა. ანალური სექსის შემდეგ კი ჰკითხა ეტკინა თუ არა რამე.

"მან ჩემ წინ დაიჩოქა და მითხრა, რომ 99%-ით კარგი ბიჭია, გარდა იმ ერთისა"- ამბობს კეტრინი. 

კრიშტიანო რონალდომ მის მიმართ გამოთქმულ გაუპატიურების ბრალდებას საკუთარ ტვიტერზე უპასუხა და ბრალდებები კატეგორიულად უარყო. 

სექსუალური სკანდალის შემდეგ, ფეხბურთელი ეროვნული ნაკრებიდან დროებით დაითხოვეს. 

როგორც Associated Press წერს, რონალდო პოლონეთისა და შოტლანდიის წინააღმდეგ მატჩებს გამოტოვებს, რომელიც 11-14 ოქტომბერს გაიმართება.

გამოცემის ცნობით, გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც ლას ვეგასის პოლიციამ ფეხბურთელის წინააღმდეგ საქმის გამოძიება განაახლა. 

კომენტარები