მონსერატ კაბალიე

მონსერატ კაბალიე გარდაიცვალა

www.bbc.com

​ოპერის მომღერალი, ესპანელი სოპრანო მონსერატ კაბალიე 85 წლის ასაკში გარდაიცვალა.

სააგენტო Efe-ს ინფორმაციით, მას ბოლო პერიოდში ჯანმრთელობასთან დაკავშირებით პრობლემები ჰქონდა და გასულ თვეში ბარსელონაში მდებარე ერთ-ერთ კლინიკაში მკურნალობდა.

მონსერატ კაბალიე ცნობილი საოპერო მომღერალი იყო, რომლის კარიერა 50 წლის განმავლობაში გრძელდებოდა. ის ლუჩანო პავაროტის და პლაციდო დომინგოს მსგავსად, მოღვაწეობდა მეტროპოლიტენ ოპერას, სან ფრანცისკოს ოპერასა და ვენის ოპერაში.

გარდა ამისა, ის ასევე ცნობილია ჯგუფ Queen-ის ვოკალისტ ფრედი მერკურისთან დუეტით სიმღერაზე Barcelona, რომელიც კაბალიეს მშობლიურ ქალაქ ბარსელონასაში 1992 წელს ჩატარებული ზაფხულის ოლიმპიური თამაშების ოფიციალური ჰიმნიც გახდა.

2007 წელს მონსერტ კაბალიე საქართველოშიც იმყოფებოდა. მან თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში ქალიშვილთან, მონსერატ მარტისთან ერთად საქველმოქმედო კონცერტი გამართა. 

კომენტარები