ნიკოლოზ ბასილაშვილი

ნიკოლოზ ბასილაშვილი ჩინეთის პირველობის ჩემპიონატის ნახევარფინალში გავიდა

NikolozBasilash / facebook.com

ქართველმა ჩოგბურთელმა, ნიკოლოზ ბასილაშვილმა პეკინში ჩინეთის პირველობის ტურნირის მეოთხედფინალში ტუნისელი ჩოგბურთელი, 34 წლის მალეკ ჯაზირი ორ სეტში ანგარიშით 6:2, 6:2 საათსა და 8 წუთში დაამარცხა და ნახევარფინალში გავიდა.

ხვალ ბასილაშვილი ბრიტანელ ჩოგბურთელს, მსოფლიოს მე-14 ჩოგანს, კაილ ედმუნდს დაუპირისპირდება.

მიმდინარე ტურნირზე ქართველმა ჩოგბურთელმა 27-ე ჩოგანი, ესპანელი ფერნანდო ვერდასკო და მე-17 ჩოგანი, ამერიკელი ჯეკ სოკიც დაამარცხა.

ბასილაშვილი მსოფლიო რეიტინგში ამ მომენტში 30-ე ადგილს იკავებს.

კომენტარები