არჩევნები 2018

ივანიშვილის ძმა: თანხა იმიტომ შევწირე, რომ ეროვნული ქალბატონია და გვინდა, გაიმარჯვოს

იმიტომ შევწირე, რომ ეროვნული ქალბატონია და გვინდა, რომ მიიღოს უმრავლესობა ხმების არჩევნებში და გაუმარჯვოს. ბიძინა ივანიშვილი რა შუაშია ჩემს თხოვნასთან, მე დამოუკიდებელი პიროვნება ვარ და მე თვითონ ვაზროვნებ და თვითონ მივიღე გადაწყვეტილება დამოუკიდებლად. მე მაქვს ჩემი შემოსავალი და გადავუხადე

ბიძინა ივანიშვილის ძმა ალექსანდრე ივანიშვილი რუსთავი 2-თან სატელეფონო საუბარში. მან ქართული ოცნების მიერ მხარდაჭერილ საპრეზიდენტო კანდიდატს სალომე ზურაბიშვილს 45,000 ლარი შესწირა. აღსანიშნავია, რომ ალექსანდრე ივანიშვილი რუსთავი 2-ის მიერ გამოქვეყნებულ ფარულ ჩანაწერში ფიგურირებდა. ფარულ ჩანაწერში ის "ომეგა ჯგუფის" დამფუძნებელს ზაზა ოქუაშვილს საქართველოში chevrolet-ის მარკის ავტომობილების იმპორტის ბიზნესის წილში ჩასმას სთხოვდა.

კომენტარები