კრიშტიანო რონალდო

კრიშტიანო რონალდო გაუპატიურების ბრალდებას კატეგორიულად უარყოფს

კრიშტიანო რონალდომ მის მიმართ გამოთქმულ გაუპატიურების ბრალდებას საკუთარ ტვიტერზე უპასუხა.

"მე კატეგორიულად უარვყოფ ჩემს მიმართ გამორთქმულ ბრალდებებს. გაუპატიურება არის საზარელი დანაშაული, რომელიც ჩემი და ჩემი რწმენების საწინააღმდეგოა. მე უარს ვამბობ გამოვკვებო ის მედია სპეკტაკლი, რომელიც ადამიანებმა საკუთარი თავების ცნობადობის გაზრდის მიზნით შექმნეს", - წერს ფეხბურთელი.

კრიშტიანო რონალდოს გაუპატიურებაში ამერიკელი კეტრინ მაიორგა ადანაშაულებს.

როგორც გერმანული გაზეთი Spiegel წერს, ინციდენტი 2009 წელს, ლას ვეგასის ერთ-ერთ სასტუმროს ნომერში მოხდა. 34 წლის მაიორგა ინტერვიუში ამბობს, რომ ფეხბურთელმა მას დუმილის სანაცვლოდ 375 ათასი დოლარი გადაუხადა.

ამის შესახებ Spiegel-მა 2017 წელსაც დაწერა. 2018 წლის 28 სექტემბერს კი ვრცელი სტატია მიუძღვნა სადაც კეტრინ მაიორგა შემთხვევის დეტალებს იხსენებს.

კეტრინი ირწმუნება, რომ ფეხბურთელმა გააუპატიურა. ანალური სექსის შემდეგ კი ჰკითხა ეტკინა თუ არა რამე.

"მან ჩემ წინ დაიჩოქა და მითხრა, რომ 99%-ით კარგი ბიჭია, გარდა იმ ერთისა"- ამბობს კეტრინი. 

კომენტარები