ქართული ფეხბურთი

ვლადიმირ ვაისმა საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა დაასახელა

GFF.GE

საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის მატჩებისთვის მზადებას 8 ოქტომბრიდან დაიწყებს. ვლადიმირ ვაისის გუნდი 13 ოქტომბერს თბილისში ანდორას მიიღებს, 16 ოქტომბერს კი, ლატვიას ესტუმრება.

ვაისმა ერთა ლიგის მატჩებისთვის 26 ფეხბურთელი გამოიძახა. ეროვნულ ნაკრებში დებიუტი ექნება პოლონური "არკას" 22 წლის შემტევ ლუკა ზარანდიას. გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ ტრავმის შემდეგ, საქართველოს ნაკრებს მოსკოვის "სპარტაკის" ნახევარმცველი ჯანო ანანიძე დაუბრუნდა.

საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა:

მეკარეები: გიორგი ლორია (კრილია სოვეტოვი, რუსეთი), როინ კვასხვაძე (ტორპედო, ქუთაისი), ლაზარე კუპატაძე (საბურთალო, თბილისი);

მცველები: ოთარ კაკაბაძე (ლუცერნი, შვეიცარია), სოლომონ კვერკველია (ლოკომოტივი, მოსკოვი, რუსეთი), დავით ხოჭოლავა (შახტარი, დონეცკი, უკრაინა), გურამ კაშია (სან ხოსე ერთკვეიკსი, აშშ), ლაშა დვალი (პოგონი, პოლონეთი), გიორგი ნავალოვსკი (დინამო, მინსკი, ბელარუსი), ჯიმი ტაბიძე (უფა, რუსეთი);

ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა (ტობოლი, ყაზახეთი), ნიკა კვეკვესკირი (ტობოლი, ყაზახეთი), გიორგი აბურჯანია (ლუგო, ესპანეთი), ვაკო გვილია (ლუცერნი, შვეიცარია), ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, ავსტრია), გიორგი პაპუნაშვილი (სარაგოსა, ესპანეთი), ჯანო ანანიძე (სპარტაკი, მოსკოვი) გიორგი მერებაშვილი (ვისლა, პლოცკი, პოლონეთი), გიორგი ჩაკვეტაძე (გენტი, ბელგია), თორნიკე ოქრიაშვილი (კრასნოდარი, რუსეთი), ვაკო ყაზაიშვილი (სან ხოსე ერთკვეიკსი, აშშ), ჯაბა ჯიღაური (გრენობლი, საფრანგეთი), ლუკა ზარანდია (არკა, პოლონეთი), ვახტანგ ჭანტურიშვილი (სპარტაკ-ტრნავა, სლოვაკეთი);

თავდამსხმელები: ლევან მჭედლიძე (ემპოლი, იტალია), ნიკა კაჭარავა (ანორთოსისი, კვიპროსი).

ვლადიმირ ვაისი გაფართოებულ შემადგენლობაში კიდევ 4 ფეხბურთელის კანდიდატურას განიხილავს: ლევან გეგეჭკორი (ტორპედო, ქუთაისი), ლაშა შერგელაშვილი (რიგასი, ლატვია), ბუდუ ზივზივაძე (დინამო, თბილისი), ბაჩანა არაბული (პუშკაშ-აკადემია, უნგრეთი).

კომენტარები