ომეგა ჯგუფის საქმე

გახარია: თითო თეთრი და ლარი, რაც გადასახდელია ბიუჯეტში, ოქუაშვილს მოუწევს გადახდა

რა თქმა უნდა ეს ერთი მსახიობის თეატრი უბრალოდ ღიმილის მომგვრელია. ხაზგასმით მინდა ვთქვა, რომ თითო თეთრი და ლარი, რაც გადასახდელია ბიუჯეტში ბატონ ოქუაშვილს მოუწევს გადახდა. ამ შეხვედრის ძირითადი მიზანი იყო ადგილობრივი წარმოების მხარდაჭერა და იმ 
გაუბედურებული კომპანიის მხარდაჭერა, რომელმაც როგორც ჩანს, სამწუხაროდ, ამ პერიოდში დააგროვა ამხელა ვალი ბიუჯეტის წინაშე და კიდევ ერთხელ,  ხაზგასმით ვიტყვი, რომ მე პირადად, ჩემს ყველა ვალდებულებას გავცემ პასუხს ყველგან. ლონდონშიც, თბილისშიც და ბომბეიშიც.

შს მინისტრი გიორგი გახარია "ომეგა ჯგუფის" დამფუძნებლის ზაზა ოქუაშვილის მიერ გუშინ რუსთავი 2-ის ეთერში გაკეთებულ განცხადებებზე.

კომენტარები