ომეგა ჯგუფი

TBC: ყველა სამართლებრივ ზომას მივმართავთ სიცრუის გავრცელების საპასუხოდ

TBC ბანკის სათაო ოფისი
ir.tbcbank.ge

TBC ბანკი ზაზა ოქუაშვილის მიერ რუსთავი 2-ის პირდაპირ ეთერში გაკეთებულ განცხადებას, კატეგორიულად ემიჯნება. განცხადებაში TBC აღნიშნავს, რომ ისინი სასამართლოსთვის მიმართვას გეგმავენ. 

"TBC ბანკისთვის უმთავრესი მნიშვნელობის არის კლიენტების ნდობა და ყველა აუცილებელი წესისა და პროცედურის დაცვა, რომელიც კლიენტის ფულის უსაფრთხოებასთან არის დაკავშირებული.

ბანკი უმაღლესი სიმკაცრით იცავს კომერციული ბანკებისთვის დადგენილ ყველა მოთხოვნას.

ბატონი ოქუაშვილის განცხადებასთან დაკავშირებით, TBC ბანკი განმარტავს, რომ ბანკში ყველა ტრანზაქცია სრულდება სამუშაო საათებში, კლიენტის ანგარიშების გახსნისა და წარმოების ყველა წესის დაცვით. TBC ბანკს გააჩნია კანონიერი ვალდებულება, დაიცვას კლიენტის პერსონალური მონაცემები და საბანკო საიდუმლოება, ამიტომ ბანკის მხრიდან დაუშვებელია კონკრეტული ტრანზაქციისა და კლიენტის შესახებ დეტალების გასაჯაროვება.

TBC ბანკი მიმართავს ყველა სამართლებრივ ზომას აღნიშნული ცრუ ინფორმაციის მასშტაბირების საპასუხოდ."

ზაზა ოქუაშვილმა რუსთავი 2-ის ეთერში თქვა, რომ TBC ბანკზე ზეწოლის შედეგად, ბანკიდან ნაღდი ფულის სახით 4 მილიონი გაიტანეს

კომენტარები