ქართული ოცნება

კალაძე: ენმ-მ რუსეთს მისცა შესაძლებლობა, აესრულებინა დიდი ხნის წადილი და მოეხდინა ოკუპაცია

სალომე ზურაბიშვილს ღალატს აბრალებს პოლიტიკური ძალა, რომელიც სალომე ზურაბიშვილის ძალისხმევით გაყვანილ რუსის ჯარს უკან შემოუძღვა საქართველოში, ამ პოლიტიკურმა ძალამ თავისი ავანტურისტული და მოღალატეობრივი ქმედებებით მისცა რუსეთს შესაძლებლობა, აესრულებინა დიდი ხნის წადილი და განეხორციელებინა აფხაზეთისა და ცხინვალის სრული ოკუპაცია, ესენი არიან ადამიანები, რომლებმაც მშვიდობიანი მოსახლეობა შეატოვეს მტერს, რომ არა ჩვენი პატრიარქისა და ეკლესიის თავდადება, ალბათ, ჩვენს გმირებს მიწასაც კი ვერ მივაბარებდით

თბილისის მერი კახა კალაძე ქართული ოცნების ოფისში გამართულ ბრიფინგზე.

კომენტარები