ქართული ოცნება

კალაძე: ენმ ცდილობს, რევოლუციური განწყობის იმიტირებით მოამზადოს ფონი რევანშისთვის

სიცრუე და ძალადობა, როგორც ადრე იყო, დღესაც რჩება ნაციონალური მოძრაობის საფირმო ნიშნად, სწორედ ამიტომ არ იცვლის ხელწერას ერთ დროს ერთიანი და ახლა რეალურ თუ ყალბ მამრავლებად დაშლილი ეს პოლიტიკური ძალა. ნაციონალური მოძრაობა ცილისწამების გზით ძალადობს ადამიანების ცნობიერებაზე, რათა ტოტალური უიმედობა დანერგოს ხალხში და რევოლუციური განწყობის იმიტირებით მოამზადოს ფონი პოლიტიკური რევანშისთვის.

ტოტალური, ურცხვი პროპაგადით მიმდინარე ე.წ ახალი ამბებიდან ე.წ პოლიტიკური ანალიზი, რომლითაც იბომბება ჩვენი თანამოქალაქეების ცნობიერება, უწყვეტ რეჟიმში ტრანსლირებულ ერთ დიდ და ფალსიფიცირებულ მოდელირებულ ქრონიკად გადაიქცა.

ქართული ოცნების მხარდაჭერილი კანდიდატისთვის ღალატის დაბრალებით, გაუგებარი აუდიოჩანაწერების გავრცელებით, არასრულწლოვანი ბავშვების მკვლელობაზე სპეკულირებით, რაც განსაკუთრებით უღირსი საქმეა, ისინი ამაოდ ცდილობენ, ქართულ ოცნებას მიაწერონ ის იარლიყი, რომელიც ნაციონალური მოძრაობის განუყოფელი ნიშანია

თბილისის მერი კახა კალაძე ქართული ოცნების ოფისში გამართული შეხვედრის შემდეგ, ბრიფინგზე.

კომენტარები