რთული დროა, ეს სირთულეები არამარტო პოლიტიკურია, არამედ ეკლესიურიც, მაგრამ იმედი მაქვს, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ლოცვითა და ვედრებით ღმერთი განკურნავს ამ უძლურებას... დიდია უფალი და დიდებულია მისი საქმენი, ვერავინ მისწვდება მის დიდებულებას, ღვთის განგებას. საქართველო უძველესი კულტურის ქვეყანაა, ქრისტეს შობამდე ექვსი საუკუნით ადრე ებრაელები ჩამოვიდნენ საქართველოში და ჩამოიტანეს ჭეშმარიტი სარწმუნოება. ქრისტიანულ საუკუნეებში, პირველ საუკუნეში საქართველო გახდა წილხვედრი ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისა, მეოთხე საუკუნეში როგორც ბიზანტიაში, ისევე საქართველოში, ქრისტიანობა გახდა სახელმწიფოებრივი რელიგია. ჩვენ განსაკუთრებული ურთიერთობა გვქონდა მონასტრებთან, მონასტრები დაარსდა მეოთხე-მეხუთე-მეექვსე საუკუნეებში და განსაკუთრებული ადგილი უჭირავს წმინდა მთის მონასტრებს და განსაკუთრებით ათანასე დიდის ლავრას, რომლის წინამძღვარი საქართველოში პირველად ჩამობრძანდა.
tbl.ge/35mj
დაკოპირდა

ამის შესახებ საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში ქადაგებისას ისაუბრა.
ამავე თემაზე
- ილია II: ჩვენ გვინდა, შევისწავლოთ ის მიღწევები, რომელიც დასავლეთშია
- ჯაღმაიძე: პატრიარქს გადადგომის შესახებ ჰქონდა ნათქვამი, მაგრამ არანაირი თარიღები და ვადები
- ილია II: დღეს მწუხარების დღეა, მაგრამ მწუხარება სიხარულად გარდაიქცევა, დაცემა – ამაღლებად
- ილია მეორე: კაცობრიობაც დაიღალა, ჩვენც დავიღალეთ
- ილია მეორე: ადამიანი უნდა ცხოვრობდეს იმედით