კრიმინალი

შსს: ბათუმში, 22 წლის პირმა, დედა ცივი იარაღით დაჭრა და მიიმალა

Getty Images

შინგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბათუმში ოჯახური ძალადობის ნიადაგზე ჩადენილი დაჭრის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნეს. 1996 წელს დაბადებული, წარსულში 
ნასამართლევი კ.კ. ბათუმში დააკავეს. გამოძების ინფორმაციით ბრალდებულმა დედა ცივი იარაღით დაჭრა.

"გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულმა მიმდინარე წლის 29 სექტემბერს 
ბათუმში, წერეთლის ქუჩაზე, საცხოვრებელ სახლში ცივი იარაღით ჭრილობები 
მიაყენა დედას, 1963 წელს დაბადებულ მ.კ.-ს და შემთხვევის ადგილიდან 
მიიმალა. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის თანამშრომლებმა დაჭრილი მ.კ. 
საავადმყოფოში გადაიყვანეს. სამართალდამცველებმა ბრალდებული მომხდარიდან 
რამდენიმე წუთში დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღო." - წერია შსს-ს განცხადებაში.

გამოძიება ოჯახური ძალადობის ნიადაგზე ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე 
დაზიანების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 11 პრიმა 117-ე მუხლის 1-ლი ნაწილით 
მიმდინარეობს. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას 
ითვალისწინებს.

კომენტარები