არჩევნები 2018

ზურაბიშვილი: არაევროპული საარჩევნო გარემოა, ჩემი ოპონენტები არაევროპულად იქცევიან

არაევროპული საარჩევნო გარემოა, ჩემი ოპონენტებიც არაევროპულად იქცევიან, თუმცა ბევრს ლაპარაკობენ ევროპაზე, თავიანთ დასახელებაშიც ევროპა ფიგურირებს და ჯერაც ვერ გაიგეს თუ რას ნიშნავს ევროპული სტილის კამპანია

პრეზიდენტობის ქართული ოცნების მიერ მხარდაჭერილ კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი დღეს დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრის დასრულების შემდეგ, ზურაბიშვილმა თქვა, რომ მან დიპლომატებს წინასაარჩევნო გარემოზე მიაწოდა ინფორმაცია. მისი განმარტებით, ოპონენტები არაევროპულ საარჩევნო კამპანიას ეწევიან.

კომენტარები