გაეროს 73-ე სესია

ბახტაძე აფხაზ და ოს თანამოქალაქეებს: მომავალი მხოლოდ თქვენთან ერთად წარმოგვიდგენია

ამ ტრიბუნიდან მინდა, მივმართო ჩვენს აფხაზ და ოს თანამოქალაქეებს. საქართველოს თითოეული წარმატება თქვენი წარმატებაა. ჩვენ საუკუნოვანი, საერთო ისტორიული წარსული გვაკავშირებს, რომელიც საფუძვლად უნდა დავუდოთ ჩვენს მომავალს, რაც დარწმუნებული ვარ მოგვიტანს მშვიდობასა და კეთილდღეობას. 

საქართველოს ხელისუფლებას აქვს ვალდებულება დაიცვას და უზრუნველყოს თავისი ყველა მოქალაქის უფლება და ჩვენ ამას შეუქცევადად და მიზანმიმართულად ვახორციელებთ. თქვენ უნდა ისარგებლოთ ყველა იმ სიკეთით, რაც საქართველომ შექმნა: იქნება ეს ადამიანის უფლებები, განათლება, ჯანდაცვა, ევროპასთან უვიზო მიმოსვლა თუ სხვა. 

მინდა მივმართო განსაკუთრებით ახალგაზრდებს, ჩვენ ერთად, ერთობლივი მონდომებით უნდა მივაღწიოთ საერთო წარმატებას. ჩვენ, ჩვენი მომავალი მხოლოდ თქვენთან ერთად წარმოგვიდგენია.

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ გაეროს ტრიბუნიდან აფხაზ და ოს თანამოქალაქეებს მიმართა

კომენტარები