თბილისში, ხუდადოვის ქუჩაზე მომხდარ ავტოავარიას მცირეწლოვანი ემსხვერპლა. შემთხვევა გუშინ მოხდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროში ტაბულას უთხრეს, რომ საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით დაიყწო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.





