ხორავას ქუჩის საქმე

სამადაშვილი ევროპულ საქართველოს: ხორავას ქუჩის საქმეზე თქვენი დასკვნა ისტორიას დარჩება

კითხვა იყო დასმული, თუ რატომ არ დავუჭირეთ მხარი თავის დროზე ამ კომისიის შექმნას და მე მინდა შევახსენო საზოგადოებას ამის მარტივი მიზეზი - ქართული ოცნების უმრავლესობა არავითარ შემთხვევაში არ დაუჭერდა მხარს გადაწყვეტილებას, რომელიც საბოლოოდ მიიყვანდა პროცესს პოლიტიკური პასუხისმგებლობის დასმასთან, რაც უნდა დამდგარიყო ამ საქმესთან დაკავშირებით.

და ეს სამარცხვინო დოკუმენტი, დადგენილების ტექსტი, რომელიც წარმოადგინა ქართულმა ოცნებამ, მხოლოდ ერთ რამეში მარწმუნებს - სწორი იყო ჩვენი პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომ არ მივიღებდით მონაწილეობას, პოლიტიკურ პასუხისმგებლობას არ გავინაწილებდით ამ კომისიის მუშაობის შედეგებზე, იმიტომ, რომ ქართულმა ოცნებამ ამ კომისიის მუშაობის შედეგები, სამწუხაროდ, გადააქცია ამ ფარსად, განხილვად, რომელიც ჩვენ ვიხილეთ ამ დარბაზში და ამ სამარცხვინო დოკუმენტად.

თუმცა, მე მინდა მადლობა გადავუხადო ევროპული საქართველოს წარმომადგენლებს, რომლებმაც იმუშავეს ამ კომისიაში, იმიტომ, რომ თქვენი დასკვნა, რა თქმა უნდა, ისტორიას დარჩება, თქვენი დასკვნა ისტორიას დარჩება როგორც ძალიან ნათელი საბუთი იმის, რომ ჩვენ ვცხოვრობთ დღეს ქვეყანაში, სადაც ხელისუფლების ყველა შტო თანამშრომლობს იმისთვის, რომ ხელი დააფაროს დამნაშავეს

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატი სალომე სამადაშვილი პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, ხორავას ქუჩის საქმეზე შექმნილი საგამოძიებო კომისიის დასკვნის განხილვისას.

კომენტარები