ბოკერია: გინდათ, რომ სისხლიანი გარჩევები წაახალისოთ?

რა დასკვნა გამოიტანეთ ყველამ, თქვენ და მთავრობამ, რომ იმ ცუდი, თქვენი ვერსიით, წარსულიდან გამოსავალი არის უკან დაბრუნება, იმ დროში როცა, თუ მოხდება ასეთი ტრაგედია ახალგაზრდებს შორის სისხლიანი გარჩევა, ვისაც ახლობელი ჰყავს თანამდებობის პირი, იმას ხელი უნდა დაეფაროს და არ უნდა დაისაჯოს?! ესაა დასკვნა?! თქვენი აზრით, სწორი შეფასებით, ცუდი წარსულით, ამით ამართლებთ იმას, რომ დღეს სისხლიანი გარჩევა თუ მოხდება, ვისაც ახლობელი ჰყავს პროკურატურაში იმას უნდა დაეფაროს ხელი და მარტო სხვები წავიდნენ ციხეში?! ეს არის თქვენი წინ გადადგმული ნაბიჯი და ეს არის თქვენი ხედვა?! ამ მთავრობის და ამ გუნდის?!

ერთი წამით ხომ შეიძლება, რომ ეს პოლიტიკური კონკურენცია თუ სიძულვილი გვერდზე გადადოთ და დავუბრუნდეთ ამ ამბავს, რაზეც იყო კომისიაა შექმნილი და რაზეც კომისიამ დადო დასკვნა, ერთი დასკვნა სხვათა შორის, და ამ დასკვნაში, თქვენ ხომ გესმით, რა სიგნალიც მიიღო საზოგადოებამ არის ყველაზე საშიში, გინდათ, რომ ასეთი სიგნალი იყოს, რომ წახალისდეს სისხლიანი გარჩევები და გვქონდეს განცდა, ვისაც ახლობელი ჰყავს პროკურატურაში, ნებისმიერ დონეზე, დღევანდელ თუ ხვალინდელ მთავრობაში, ჰქონდეს განცდა, რომ თუ კრიმინალურ გარჩევაში მიიღებს მონაწილეობას შეიძლება გაუვიდეს?! ეს განცდა გინდათ, რომ შექმნათ?! თუ გინდათ, რომ სისხლიანი ვენდეტები წაახალისოთ?

როდესაც სახელმწიფო არ არის მოწოდების სიმაღლეზე და ასეთი მკვლელობისთვის ვერ ისჯება ვინც უნდა დაისაჯოს და ყველამ იცის, რომ ხელი დააფარეს, ეს არის პირდაპირ წახალისება, რომ უნდა ხელში აიღოს ვენდეტა ახლობლებმა დაღუპულის, არ იცით, რომ ეგრეა?! სხვა ქვეყანაში გაიზარდეთ, ვიდრე მე და სხვები? როცა ასე იყო ყველაფერი? გინდათ, რომ ასე იყოს?! თქვენ, ყველას მოგმართავთ, ვისაც პოლიტიკური პასუხისმგებლობა გინდათ აიღოთ, რომ მთავრობას არ მოსთხოვოთ ნაბიჯები, ასე გამოვა, იმიტომ რომ სისხლიანი გარჩევები მოჰყვება ამას. არ გინდათ, რომ ეგრე იყოს?! თუ არ გინდათ მეგობრებო კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, ჩვენი პოლიტიკური ლანძღვა და სიძულვილის ასე გადმოფრქვევა ცალკე გააკეთეთ ხოლმე ერთი გამომსვლელისთვის და მერე დაეთანხმეთ ყველა. ახლა დაუბრუნდით იმას, რაც კომისიამ დაასკვნა და ეს პოლიტიკური სამარცხვინო სპექტაკლი რომ მოიფიქრეთ, ეს თიფები, გუშინ, რომ რა დაადგინა.

ევროპული საქართველოს წევრი, გიგა ბოკერია პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მთავრობასა და საგამოძიებო სტრუქტურებს მიმართავს.

კომენტარები