ამინდის პროგნოზი

როგორი ამინდი იქნება 24 სექტემბრამდე - გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 21 სექტემბერს საქართველოში შენარჩუნებული იქნება თბილი და უნალექო ამინდი. ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +25, +30 გრადუსის ფარგლებში იქნება.

22-24 სექტემბერს მოსალოდნელია დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, ზოგან მოსალოდნელია სეტყვა და ქარის გაძლიერება. 23-24 სექტემბერს დასავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურა +20, +25 გრადუსამდე დაიკლებს, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში +23, +28 გრადუსის ფარგლებში დაფიქსირდება.

თბილისში 21 სექტემბერს უნალექო ამინდი, ხოლო 22-24 სექტემბერს ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი. 24 სექტემბერს იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა +26, +28 გრადუსის ფარგლებშია მოსალოდნელი.

კომენტარები