აშშ-ის სანქციები

აშშ-მა ჩინეთს რუსული სამხედრო თვითმფრინავების შეძენის გამო სანქციები დაუწესა

Getty Images

აშშ-მა ჩინეთს რუსული სამხედრო თვითმფრინავებისა და რაკეტების შეძენის გამო სანქციები დაუწესა.

ჩინეთმა რუსეთისაგან Sukhoi Su-35 ტიპის 10 საბრძოლო თვითმფრინავი და S-400 ტიპის რაკეტები იყიდა.

აშშ-ის განცხადების მიხედვით მსგავსი ქმედება რუსეთისათვის ყირიმის ანექსიის გამო დაწესებულ სანქციებს არღვევს.

სანქციები შეეხებათ ჩინეთის შეიარაღების განვითარების დეპარტამენტს და მის დირექტორს. აშშ-ში მათი ანგარიშები გაიყინება, ხოლო აშშ-ის მოქალაქეებს მათთან თანამშრომლობა აეკრძალებათ. გარდა ამისა დეპარტამენტს აშშ-ში ექსპორტის ლიცენზიას არ მისცემენ.

ოფიციალურმა ვაშინგტონმა სანქციების სიაში რუსეთის 33 მოქალაქე და რუსული ორგანიზაცია შეიყვანა, რომელთაც რუსეთის სამხედრო ძალებთან და დაზვერვასთან აქვთ კავშირები.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე თვეს რუსეთში, ჩინეთის საზღვართან ჩატარებულ მასშტაბურ სამხედრო წვრთნებში მონაწილეობა ჩინეთის არმიის დანაყოფებმაც მიიღეს.

კომენტარები