არჩევნები 2018

პრემიერის ხელმოწერა ანთაძის მხარდამჭერთა სიაში - შესაძლო გაყალბების ფაქტზე გამოძიება დაიწყო

მთავარი პროკურატურა
პროკურატურა

საქართველოს პროკურატურამ საპრეზიდენტო კანდიდატის მხარდამჭერთა სიის შესაძლო გაყალბების ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

გამოძიების დაწყების საფუძველი გახდა პროკურატურისადმი საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის 2018 წლის 18 სექტემბრის მიმართვა. ცესკოს განცხადებით, პოლიტიკური გაერთიანება "მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის" მიერ წარდგენილი პრეზიდენტობის კანდიდატის მიხეილ ანთაძის მხარდამჭერთა სიაში პრემიერმინისტრის მონაცემები და ხელმოწერაც იყო. თუმცა, ცესკოს ცნობით, მხარდამჭერთა ბლანკზე არსებული ხელმოწერა სრულიად განსხვავდება ცესკოში არსებულ და საჯაროდ ცნობილი ხელმოწერისგან.

"გამოძიების ეტაპზე, საქმესთან დაკავშირებით, ჩატარდება სრულყოფილი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები, მიღებული გადაწყვეტილების შესახებ კი დამატებით ეცნობება საზოგადოებას" - აცხადებს პროკურატურა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.

კომენტარები