მარიხუანის ექსპორტი

ზურაბიშვილი: საქართველო უნდა გახდეს მედეას აკვანი, ამ დარგში ჯდება მედიკალური პლანტაცია

რაც ეხება უშუალოდ [მარიხუანის] პლანტაციას - მე მაქვს სხვა მოსაზრება, საერთოდ იმისი, რომ საქართველო უნდა გახდეს მედეას აკვანი, როგორც არის ღვინის აკვანი და ამ მთლიანად სამედიცინო, ბალახეული წამლების წარმოება,  ჩვენი ბალნეოთერაპია, მთელი ეს მთლიანი დარგი, რომელიც არის ჩვენი, მედეადან წამოსული, ამიტომ გვყავს ამდენი წარმატებული ექიმები უცხოეთში, ეს დარგი არის ჩვენი მომავალი, ამ დარგში ჯდება ამ ტიპის მედიკალური პლანტაცია, ამისი კონტროლი შეგვიძლია, როგორ შეგვიძლია, რამდენად არის ეს გააზრებული, ეს ყველაფერი არის ძალიან სერიოზულად დასაზუსტებელი და პირველ რიგში, მე როგორც კი ვიქნები პრეზიდენტი, ამ კამპანიას ჩავუდგები სათავეში, იმიტომ, რომ ეს არის ჩვენი ახალგაზრდების მომავალი, ჩენი დემოგრაფია არის საკმაოდ მძიმე, არ გვაქვს უფლება, ეს ახალგაზრდები მივუშვათ - მიდი და გააბოლე

პრეზიდენტობის ქართული ოცნების მიერ მხარდაჭერილი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი "იმედის" გადაცემაში - "პირისპირს"

კომენტარები