კრიმინალი

ყალბი ფულის შენახვა-გასაღების ფაქტზე სამი პირი პასუხისგებაში მისცეს

is.ge

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ყალბი ფულის შენახვა-გასაღების ფაქტზე სამი პირი პასუხისგებაში მისცა.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, ერთ შემთხვევაში ქალაქ თბილისში, 10 ერთეული ყალბი  100-დოლარიანი კუპიურა, ხოლო ორ შემთხვევაში, ქალაქებში ქუთაისსა და ზესტაფონში მდებარე აგრარულ ბაზრობებზე და სავაჭრო ობიექტებში 7 ერთეული ყალბი 50-ლარიანი  და 3 ერთეული 100-ლარიანი კუპიურები გაასაღეს. 

საქმეზე  მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს  სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7-დან 10 წლამდე ვადით"- წერია ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის განცხადებაში.

კომენტარები