მარიხუანის ექსპორტი

ნაცვლიშვილი მარიხუანის ექსპორტზე: რად გვინდა მაშინ უნივერსიტეტები, დავხუროთ

ჩვენ ქვეყანას აქვს უდიდესი ტრადიცია, მეცნიერების ტრადიცია, ჩვენ გვაქვს უამრავი უნივერსიტეტი, უამრავი კარგი უნივერსიტეტი, რომლის საფუძველზეც ჩვენ შეგვიძლია სხვა ეკონომიკების დარგები განვავითაროთ. ჩვენ გვაქვს ავია მრეწველობის განვითარების პერსპქტივა და ა.შ. მაგალითად, ჩვენ გვაქვს 31-ე ქარხანა, რომელიც აწარმოებს თვითმფრინავებს, თვითმფრინავებს აწარმოებს სულ 34 ქვეყანა მსოფლიოში, წარმოიდგინეთ რა სირთულის ტექნოლოგიები სჭირდება თვითმფრინავების წარმოებას. როდესაც ესეთი დარგები განუვითარებელი გვაქვს და ჩვენ ყურადღებას ვუთმობთ ამ დარგს, ეს ცოტა დამაბნეველია. ჩვენ თუ მხოლოდ ასეთ დარგებს განვავითარებთ, გვექნება მხოლოდ და მხოლოდ კაზინოები, გვექნება მხოლოდ და მხოლოდ მარიხუანის წარმოება, იქნება ჩვენი ეკონომიკა მხოლოდ და მხოლოდ დაფუძნებული ტურიზმზე, მოდი დავხუროთ ეს უნივერსიტეტები, არ გვჭირდება, რად გვინდა, რომ უფასოა ამდენი მიმართულება უნივერსიტეტებში. 

ქართული ოცნების ისნის მაჟორიტარმა, ბექა ნაცვლიშვილმა მარიხუანის ექსპორტის შესახებ ტვ პირველის ეთერში ისაუბრა

კომენტარები