მარიხუანის ექსპორტი

კობახიძე: პატრიარქს ყოველთვის სწორი პოზიცია აქვს ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე

ერთია საზოგადოების ინფორმირება, მეორეა მისი აღქმა, მესამეა გადაწყვეტილების შინაარსი, ყველა ამ საკითხს მიექცევა ყურადღება, როცა მივიღებთ საბოლოო გადაწყვეტილებას.

მე შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ გვქონდა გუშინ შეხვედრა პატრიარქთან, საპატრიარქოს წარმოამდგენლებთან, გვქონდა ძალიან კარგი საუბარი ამ საკითხთან დაკავშირებით, პატრიარქი არის არამხოლოდ ჩვენი სულიერი ლიდერი და ეკლესიის ხელმძღვანელი, არამედ, ის არის ბრძენი ადამიანი და მას აქვს ყოველთვის სწორი პოზიცია იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომელიც ეხება ზოგადად ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს

აქედან გამომდინარე, ჩვენ აუცილებლად მოვუსმენთ როგორც საზოგადოებას, ისე ეკლესიას, პატრიარქს და ამის საფუძველზე მივიღებთ საბოლოო გადაწყვეტილებას

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე მარიხუანის კულტივაცია-ექსპორტზე.

კომენტარები