მარიხუანის ექსპორტი

მარშანია შს მინისტრს: როგორ დაიცავთ ყანებს კანაბის? არ შეესევიან ახალგაზრდა ნარკომანები?

ბატონ შს მინისტრს უნდა ვკითხო - როდის გამოჰქონდათ შს მინისტრებს ეკონომიკური საკითხები საერთოდ მთავრობასა და პარლამენტში? ამას არაუშავს. ბატონი გახარია ისეთ ასაკშია, საბჭოთა კავშირშია ნაცხოვრები. ტოტალიტარული რეჟიმის, სსრკ-ს რეჟიმის პირობებში ეს ნარკომოხმარება და ნარკოვაჭრობა არ იყო ბოლომდე ძალიან მკაცრად და სრულფასოვნად გაკონტროლებული და ალაგმული და ვის იმედად უნდა ვიყოთ ჩვენ? გახარიას უწყების იმედად უნდა ვიყოთ? რომ კალაპოტიდან არ გამოვა ეს ე.წ კულტივაცია? როგორ დაიცავს ყანებს კანაბის? და არ შეესევა ეს ახალგაზრდა ნარკომანები ამ ყანებს?

პატრიოტთა ალიანსის დეპუტატი ადა მარშანია TV პირველის ეთერში, მარიხუანის კულტივაცია-ექსპორტის შესახებ მთავრობის ინიციატივაზე.

კომენტარები