მარიხუანის ექსპორტი

ბოკერია: აბსურდია მხოლოდ მთავრობას შეეძლოს მარიხუანის მოყვანა და სხვებს იჭერდნენ

დეკრიმინალიზაციის შემდეგ ლეგალიზება ორგანიზებულ დანაშაულთან და კრიმინალთან ბრძოლის ერთადერთი სწორი ნაბიჯია. აბსურდია მხოლოდ მთავრობას შეეძლოს მოყვანა და სხვებს იჭერდნენ. ლეგალიზაციის მომხრე ვარ, რადგან საპირისპირო შემთხვევაში ორგანიზებული დანაშაული ფართოვდება და იქმნება კიდევ უფრო მეტი პრობლემა. თუ ფული ტრიალებს და ეს ფული არალეგალურია, ვიღაც ყოველთვის შეძლებს მის გაკონტროლებას. მარიხუანის ლეგალიზება და მკაფიო რეგულაციებში მოქცევა აბსოლუტურად ლოგიკურია. თუ მათი ინიციატივა იმას გულისხმობს, რომ სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს გაყიდვაზე ექსკლუზივი, სხვები კი დაიჭირონ, მინიმუმ არათანმიმდევრული მიდგომაა. თუ ლეგალური იქნება, უნდა იყოს ყველასთვის

ევროპული საქართველოს დეპუტატი, გიგა ბოკერია მთავრობის ინიციატივის შესახებ, რომლის მიხედვითაც, შესაძლოა, მარიხუანის საექსპორტო მიზნით მოყვანის დასაშვები გახდეს

კომენტარები