გია ხუხაშვილი

ხუხაშვილი: ზურაბიშვილს სინამდვილეში ეზიზღება ქართული ოცნება და მათ მოიაზრებს ქაჯებად

რას ნიშნავს “ქაჯების დასათხოვნად მოვდივარ”
1. ეს მეტყველებს ქ-ნი სალომეს მარტივ, მდარე, ღრმად დაკომპლექსებულ აზროვნებაზე. მას მიაჩნია, რომ მრავალი წლის წინ ნათქვამი ეს სიტყვა არის მისი სავიზიტო ბარათი და მზად არის აბსოლუტურად უადგილოდ იკეკლუცოს ამით.
2. ასეთი მარტივი აზროვნების დროს ხშირად ქვეცნობიერი დომინირებს და უნებლიეთ შინაგან განწყობას ააშკარავებს. ზურაბიშვილს სინამდვილეში ეზიზღება ქართული ოცნება და მათ მოიაზრებს ქაჯებად.
დაირაზმეთ ქაჯებო ზურაბიშვილის მხარდასაჭერად!

პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი Facebook-ის გვერდზე, პრეზიდენტობის კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის სიტყვებს გამოეხმაურა. "მოვდივარ ქაჯების დასათხოვნად, იმიტომ რომ ბოღმა, ტყუილი სიძულვილი, ეს ყველაფერი უკვე ყელში ამოვიდა", - თქვა ზურაბიშვილმა დღეს ქუთაისში შეკრებილ მოსახლეობასთან შეხვედრაზე.

კომენტარები