მარიხუანის ექსპორტი

დოლიძე: არ უნდა მივცეთ საშუალება, რომ იქ, სადაც ვახარებთ ვენახებს, ვიღაცამ გაახაროს კანაფი

მე ამ შემთხვევაში კონფერენციას ვესწრები, როგორც მშობელი. მე, როგორც მშობელი, რომელმაც მიზანმიმართულად მივიღე გადაწყვეტილება, რომ აქ უნდა გავზარდო ჩემი შვილი, შეშფოთებული ვარ ამ გადაწყვეტილებით, რომ საქართველოში უნდა დაიწყოს კანაფის წარმოება, ვაზის წარმოების ნაცვლად. ეს ჯერ გააკეთეს რუსეთის იმპერიის დროს და არ მგონია, ჩვენ უნდა მივცეთ საშუალება, რომ იქ, სადაც დღეს ჩვენ ვახარებთ ვენახებს, ვიღაცამ გაახაროს კანაფი, რათა შემდეგ გაყიდოს.

მონათმფლობელობა და მონებით ვაჭრობაც ერთ დროს მოდაში იყო და დიდი შემოსავლების მომტანი, მაგრამ, ეს არ ნიშნავს, რომ დღეს ეს ჩვენ უნდა გავაგრძელოთ. ეს გადაწყვეტილება იქნება დიდი კულტურული დარტყმა ქართველი ერის იდენტობაზე, რომელიც მიბმულია მიწაზე, ვაზზე და არ შეიძლება, რომ დღეს მივაბათ ისეთი კულტურის წარმოებაზე, როგორიც არის კანაფი

ინტერპრესნიუსის ცნობით, იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრი ანა დოლიძე მარიხუანის კულტივირება-ექსპორტის შესახებ მთავრობის ინიციატივაზე.

კომენტარები